რეაბილიტაცია
ფიზიკური თერაპია
- ფიზიკური თერაპია მედიცინის დარგია, რომლის ძირითადი მიმართულებებია: მოძრაობის სიფართისა და ძალის გაზრდა, ტკივილის შემსუბუქება და პრევენცია, პოზის კოორდინაციის, წონასწორობისა და ბალანსის გაუმჯობესება და საბოლოო ჯამში მსხვილი მოტორული ფუნქციის აღდგენა.
ამ მიზნების მისაღწევად გამოიყენება შეფასების ინსტრუმენტები: აშუორთის სპასტიურობის შკალა, FIM და სხვა მსოფლიოში აღიარებული მეთოდოლოგია. ინტერვენციების სხვადასხვა სახეები: კერძოდ ბობატის, ჰაიპსის, სივრცითი და სხვა მეთოდიკა; შედეგად, უმჯობესდება პაციენტის მსხვილი მოტორული შესაძლებლობები, იზრდება მისი ძალა და მოძრაობათა სიფართე , მცირდება ტკივილები და უმჯობესდება პოზა, ხდება კონტრაქტურების შემცირება და პრევენცია, უმჯობესდება წვრილი მოტორიკა, მყარდება წონასწორობა და კოორდინაცია-ბალანსი.
ფიზიკური თერაპია გამოიყენება ისეთი ნოზოლოგიების რეაბილიტაციისას, როგორებიცაა: ინსულტის შემდგომი პერიოდის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი პერიოდის, პოსტოპერაციული პერიოდის, ცერებრული დამბლის და სხვა ნეირო-მოტორული დარღვევების დროს.
მეტყველების თერაპია
- მეტყველების თერაპია – პირველ რიგში გულისხმობს კომუნიკაციის მენეჯმენტს, ექსპრესიული მეტყველების განვითარებას, მოტორული/სენსორული აფაზიის მართვას, რეცეპტული და ექსპრესიული მეტყველების აღდგენა/გაუმჯობესებას; ღეჭვა-ყლაპვის უნარების აღდგენა/გაუმჯობესებას.
ფსიქოთერაპია
- ფსიქოთერაპია – გულისხმობს პაციენტის ფსიქიურ და კოგნიტიურ შესაძლებლობებზე სპეციალური ზემოქმედების გზით ამ უნარების გაუმჯობესებას, პრობლემების გადალახვის და გუნება-განწყობის ამაღლების გზების დასახვასა და პოზიტიური მდგომარეობის შექმნას ინდივიდუალურად და /ან ჯგუფური სეანსების გამოყენებით.
ოკუპაციური თერაპია
ოკუპაციური თერაპია არის ჯანმრთელობის დამხმარე სპეციალობა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ხარისხის გაზრდაზე ყოველდღიურ საქმიანობებში თანამონაწილეობის გზით. ოკუპაციური თერაპიის მიზანია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ან იმ ადამიანების, რომელთაც დროებით არ შეუძლიათ მათთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების შესრულება, ისეთ აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა მაგალითად თვითმოვლის (დაბანა, თმის დავარცხნა, კბილების გახეხვა), პროდუქტიულობის, დასვენების და სხვა… ეს პროფესია არის პიროვნებაზე ორიენტირებული. ადამიანს ხედავს, როგორც ერთ მთლიანს (ჰოლისტური ხედვა) და არა მხოლოდ მის შეზღუდულ მხარეს.
ასევე ,ოკუპაციური თერაპია შეიძლება მოიცავდეს ოჯახთან და თავად ბენეფიციართან კონსულტაციას, ბენეფიციარზე მორგებული დამხმარე საშუალებების/გარემოს შექმნას, რეკომენდაციების გაცემას, ადვოკატირებას სკოლაში/ბაღში/სამსახურში.
ადაპტაციური და დამხმარე საშუალებების გამოყენების სწავლება
- ადაპტაციური და დამხმარე საშუალებების გამოყენების სწავლება – გულისხმობს საჭიროების შემთხვევაში – ეტლის/ყავარჯენის/ოთხიანი ყავარჯენის ან გადასაადგილებლად საჭირო სხვა მსგავსი ტიპის დამხმარე მოწყობილობების გამოყენების სწავლებას.
ლიმფოდრენაჟი
ლიმფოდრენაჟი -არის მასაჟის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც გულისხმობს ლიმფის ხელით დრენაჟს და რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქად ხელსმის ტიპის მასაჟის ილეთით. ეს პროცედურა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს შეშუპებასა და აქრობს ცელულიტებს.
აქვათერაპია
- აქვათერაპია – რეაბილიტაციის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც გულისხმობს ფიზიკური აქტივობების წყალში ჩატარებას. იგი გამოიყენება როგორც ზოგადი გაჯანსაღების, ასევე კონკრეტული თერაპიული გაუმჯობესების მიღების მიზნით. ფიზიკური აქტივობები ტარდება, როგორც წყლის ზედაპირზე, ისე წყალში და წყლის ქვეშ. ატარებს აქვათერაპევტი, რომელიც არის ამავე დროს ფიზიკური თერაპევტიც. ძირითადი აქცენტი კეთდება მსხვილი მოტორული ფუნქციების გაუმჯობესებაზე, ასევე წონასწორობა-ბალანსისა და კოორდინაციის დაცვაზე.
ელექტროფიზიოთერაპია
- ელექტროფიზიოთერაპია – გულისხმობს ელექტროაპარატების გამოყენებით სხვადასხვა ტიპის მანიპულაციების ჩატარებას.
ესენია: ელექტროფორეზის, ელექტროსტიმულაციის, ლაზეროთერაპიის, მაგნიტოთერაპიის, ფონოფორეზის, დარტყმითი თერაპიის აპარატები. აღნიშნული ელექტრომოწყობილობები ფართოდ გამოიყენება, როგორც ნეირომოტორული დაზიანებების, ისე სომატური ნოზოლოგიების რეაბილიტაციის პროცესში.
სტომატოლოგიური მომსახურება
ორი მიმართულებაა:
ერთი – ქცევისა და კომუნიკაციის დარღვევის მქონე პირთა სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას – დაბჟენა, ექსტრაქცია და წმენდა.
მეორე მიმართულება- ნებისმიერი მსურველისათვის ხელმისაწვდომია სრული სტომატოლოგიური სერვისი დაწყებული დიაგნოსტიკიდან შესაბამის მკურნალობამდე.
ოფთალმოლოგია
ოფთალმოლოგის ამბულატორიული მომსახურება – დიაგნოსტიკა, მკურნალობა, ქირურგიული ჩარევები (კატარაქტა, გლაუკომა).
ნევროლოგია
ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული ნევროლოგიური მომსახურება გულისხმობს შემდეგი ნოზოლოგიების: ინსულტი და მისი შემდგომი პერიოდის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი პერიოდის, ნევრალგიებისა და ნეიროპათიების, ხერხემლის სვეტის თიაქარისა და გამრუდებების (სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი), ძვალ-სახსროვანისა და სპორტული ტრავმების შემდგომი პერიოდის, ნეირო-მოტორული დარღვევების (მაგ.: ცერებრული დამბლა, სპინური კუნთოვანი ატროფია და სხვა) დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და მართვას.
ენდოკრინოლოგია
ენდოკრინოლოგიური (ჰორმონული) დარღვევების ( მაგ.: ნეიროენდოკრინული დარღვევება, ჰიპოფიზის დაღრვევები, ფარისებრი ან პარათირეოიდული ჯირკვლის დაავადებები, ლიპიდური დარღვევები (მეტაბოლური სინდრომები), ოსტეოპოროზი, კალციუმის ათვისების დარღვევები,თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები,ზრდის ჰორმონის ნაკლებობა რეპროდუქტიული დარღვევები (მათ შორის ჰიპოგონადიზმი, სპერმატოგენეზის და ოვულაციის ინდუქცია) ენდოკრინული სიმსუქნე პანკრეასის დაავადებები შაქრიანი და უშაქრო დიაბეტი ორსულობისას განვითარებული ენდოკრინული დარღვევები ენდოკრინული კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (სიმსივნე) დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა.
გინეკოლოგია
გულისხმობს ქალის რეპროდუქციული სისტემის ორგანოთა დიაგნოსტიკას, მკურნალობას და დაავადებათა მართვას (მაგ>; საშვილოსნოს სხვადასხვა დაავადებები, საკვერცხეების კისტა, ენდომეტრიოზი და სხვა).
ტრავმატოლოგია-ორთოპედია
სხვადასხვა სახის ძვალ-სახსროვანი სისტემის ტრავმული დაზიანებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა. (მაგ.: მენისკი, ხერხემლის პათოლოგიები, პროტრუზიები, სქოლიოზი და ა.შ.)
კარდიოლოგია
გულის დაავადებათა დიაგნოსტიკა, მკურნალობა და მართვა (მაგ.: ჰიპერტენზია ან ჰიპოტენზია, გულის იშემიური დაავადება, მოციმციმე არითმია და ა.შ)
ანგიოლოგია
სისხლძარღვთა პატოლოგიების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მართვა.
რეპროდუქტოლოგია
დერმატოლოგია
კანის დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მართვა. (დერმატიტები, აკნე, სოკოვანი დაავადებები და სხვა.)
კვლევები
ე.კ.გ. /ჰოტლერი/ტრედნილი/ რენტგენი/კატე/ექოსკოპია/ კოლპოსკოპია/ლაბორატორიული კვლევები








